დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთის პარლამენტთან ასობით ადამიანი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა

სომხეთის პარლამენტთან ასობით ადამიანი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა

სომხეთის პარლამენტთან ასობით ადამიანი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. სომხეთის მოსახლეობა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში გამოსვლას აპროტესტესტებენ.

ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

"მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები გრძელვადიანი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად". - თქვა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ამის გამო ბევრს შეუძლია მისი გაკრიტიკება, ღალატში დადანაშაულება და მისი გადაყენების მოთხოვნა.

"თუ ეს გადაწყვტილება სომხეთს 29.8 ათასს კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს, ხელს მოვაწერ და არ მაინტერესებს რა დამემართება შემდეგ". - თქვა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის ტერიტორიას დატოვებენ.

მისმა განცხადებამ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ პრემიერმინისტრი მთიანი ყარაბაღის დათმობაზე საუბრობდა.

ფაშინიანმა ეს უარყო და აღნიშნა, რომ "ეს დივერსიაა, რომელიც გარე არამეგობრული ძალების მიერ ქვეყნის გატეხვას ემსახურება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 სექტემბერს, მოსკოვის დროით 09:00-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მათი შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

კომენტარები