რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – თავდაცვა

უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

"ხარკოვის ოლქის გათავისუფლება რამდენიმე დღე გაგრძელდა, როგორც დაგეგმილი იყო. 6 სექტემბრიდან დღემდე ოკუპაციისგან გათავისუფლდა 3 800 კვ. კმ. 3 000-ზე მეტი დასახლება და, დაახლოებით, ჩვენი 150 000 მოქალაქე. ისინი, ფაქტობრივად, მძევლები იყვნენ". - თქვა მან. 

მისივე ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება, მიზანი კი ხარკოვის ოლქის სრული გათავისუფლებაა.  

"ყველა დეტალზე არ ვაპირებთ საუბარს. გვჯერა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება". - თქვა მან.  

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები