უკრაინა-საქართველო

კობახიძე: ჩავატაროთ პლებისციტი, ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, გაიხსნას მეორე ფრონტი

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია უკვე, საქართველო გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც უკრაინაშია - ესაა ღია გზავნილი.

შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს - უნდათ თუ არა, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არ გახსნასთან დაკავშირებით.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები