ქართული ოცნება

კახაძე ბებიის დღის დაწესებაზე: ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა

სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, ჟურნალისტმა მკითხა, ბებიის დღეს აწესებთ თუ არაო. ჩემი პასუხი ასეთი იყო - ცხოვრებაში ქალზე წინ არავინ დამიყენებია. ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? მე რას ვფიქრობ. ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ 3 მარტს დედის დღე გვაქვს.

რაც შეეხება ბებიის დღის დაწესებასთან დაკავშირებით შემოსულ ინიციატივას. მოცემული წინადადება ნორმით დადგენილ მოთხოვნას არ პასუხობს, რადგან ავტორი კანონში ცვლილებას არ ითხოვს, ამიტომ, მიუხედავად ავტორის გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები, ყველა დედას, ყველა ბებიას მხარდაჭერა სჭირდება. დედა, ბებია ერთი და იგივე სახელის უმაღლეს დონეზე ხარისხში აყვანაა. ყოველთვის დავუჭერ მხარს დედებსა და ბებიებს, თუმცა, საკანონმდებლო მხარდაჭერა ჩვენგან უარყოფილია.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე მიხეილ სახვაძის ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ბებიის დღის ოფიცალურად დაწესებას ითხოვდა.

კომენტარები