ჩოგბურთი

US OPEN-ის გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა

Sportsmanor

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი გახდა.

19 წლის ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეტოქემ მხოლოდ მეორე სეტის მოგება შეძლო.

ალკარასმა კარიერაში პირველი გრანდ სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. აქამდე ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალი იყო. ამ დროისთვის ესპანელი სპორტსმენი ATP-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. რუდმა წელს მეორედ ითამაშა სლემის ფინალი, საფრანგეთის ღია პირველობაზე ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა ფინალი რაფაელ ნადალთან დათმო.

ქალთა თანრიგის გამარჯვებული პოლონელი იგა შვიონტეკი გახდა. შვიონტეკმა ტუნისელი მეტოქე, ონს ჟაბორი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

2022 წლის დიდი სლემის ტურნირები დასრულებულია. ახალი სეზონი 2023 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობით გაიხსნება.

კომენტარები