ქართული ოცნება

კრამონი კობახიძეზე: როცა ფიქრობ, რომ უფრო დაბლა ვეღარ დაეშვება, მეტად ქვემოთ მიიწევს

ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როდესაც ფიქრობ, რომ უფრო დაბლა ვეღარ დაეშვება, დაბლა მიიწევს და მეტ ტყულებსაც იგონებს. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. საბრალო საქართველო, ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებდა. თუმცა, მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან.

წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, კრამონი "მგონი, არსად არაა შესაშვები, არათუ გვარამიასთან". 

კომენტარები