სახალხო დამცველის არჩევა

ჩხეიძე ოცნებას: ამბობენ, თუ ოჯახში ჰარმონია გინდა, ცოლის ყველა მე-7 ნათქვამი შეასრულეო

მე თავს შევიკავებ, რომ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დავუჭირო. თუკი მეორე მოსმენაზე ზუსტად და კარგად განისაზღვრება, თუ ვინ და როგორ უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ შევთანხმდეთ და იქამდე მივიდეთ, რაც ყველას გვინდა, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ მეორე მოსმენაზე ოპოზიციის შენიშვნები გაითვალისწინოთ. 

ჩვენი ერთი კოლეგა აქ ხალხურ სიბრძნეზე ლაპარაკობდა და მინდა, გითხრათ ხალხური სიბრძნე. მაგალითად, ჩემს სოფელში ასე ამბობენ - თუ გინდა, რომ ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად გქონდეს, ცოლის ნათქვამი ყოველი მეშვიდე უნდა გაითვალისწინოო. მოდი, ნუ შეხედავ, რას გეუბნება, გადათვალე და გაითვალისწინეო. ასე რომ, ქართულ ოცნებას მოგიწოდებთ - თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი დაწყობილად გქონდეთ, ოპოზიციის მე-7 თუ არა, მე-700 მაინც გაითვალისწინეთ და ჩვენ იქამდე მივალთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

ამბობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას დეპუტატი, ნატო ჩხეიძე. საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესზე მსჯელობს.

კომენტარები