სახალხო დამცველის არჩევა

დეგნანი: სახალხო დამცველის არჩევა დახურული და ექსკლუზიური პროცესი არ უნდა იყოს

სახალხო დამცველის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა პარლამენტისთვის, საქართველოსთვის, ჰქონდეს ინკლუზიური პროცესი. ახლა იმის დროა, რაც შეიძლება მეტი რელევანტური ხმა იყოს მოცული და არა იმის, რომ პროცესი დახურული და ექსკლუზიური იყოს. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არჩევის წინა პროცესს კარგად აფასებდნენ საერთაშორისო სააგენტოები, რომლებიც არეგულირებენ თუ როგორ უნდა იყოს არჩეული სახალხო დამცველი. საქართველომ მაღალი ადგილი დაიკავა ბოლო ჯერზე, როცა სახალხო დამცველი აირჩიეს, რადგან პროცესი ინკლუზიური იყო. ის მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოიცავდა ბევრ ხმას. თუ საქართველოს ამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუციების მინიშებული მაღალი ადგილის შენარჩუნება სურს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს - მიჰყვეს პრინციპებს, რომლებიც მოცემულია საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებებში, პარიზის პრინციპები, რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ 5 წლის წინ მიიღო. საქართველო ასე შეინარჩუნებს მაღალ ადგილს, რომელიც ბოლო ჯერზე კარგი პროცესით მიიღო. ინკლუზიური პროცესი, რომელიც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. 

საიდუმლო არაა, როგორ უნდა გააკეთო ეს კარგად. ეს ყველაფერი მოცემულია პარიზის პრინციპებში, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში, საქართველოსთვის არსებობს ბევრი სახელმძღვანელო, რომელსაც შეუძლია მიჰყვეს, რომ ეს კარგად ჩაატაროს და აირჩიოს სახალხო დამცველი, რომელზეც მიღწეული იქნება კონსენსუსი, აღიარებული ყველა მხარის მიერ. გახსოვდეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებათა დაცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და საჭიროა იყოს ისეთი ვინმე, ვინც არის მიუკერძოებელი, გამოცდილი და მიღებული ყველა პარტიის მიერ.

თქვა ჟურნალისტებთან აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოში სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

კომენტარები