სახალხო დამცველის არჩევა

კობახიძე: პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ,ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმითვე, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. იქნება თუ არა სახალხო დამცველობის კანდიდატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, ამის შესახებ ირაკლი კობახიძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ მისი აზრით "ქალდანი იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი."

„ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთანდაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოესდღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვედასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრისთვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე პარალმენტმა 2012 წლის 12 დეკემბერს აირჩია.

კომენტარები