ეკონომიკური ზრდა

ოცნების დეპუტატი: დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა

ნამდვილად დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და გავითვალისწინოთ აგრეთვე ის კონტექსტი, რა პირობებშიც საქართველოს უწევს ფუნქციონირება და საქართველოს ეკონომიკას. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელმაც გამოიწვია მთელი მსოფლიოს ეკონომიკის რეცესია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის განვითარება ნეგატიური ტენდენციებით ხასიათდება და ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩემი აზრით ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის სიღარიბის იმ დონის შემცირებისთვის, რაც საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი და არავითარ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას, დაძლიოს ის ეკონომიკური სიდუხჭირე და ის სიღარიბე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს...

... ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები, რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად  მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა სეფაშვილი პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები