რამზან კადიროვი

კადიროვმა "უვადო შვებულებაში" გასვლა გადაიფიქრა და 27-წლიანი რეკორდის მოხსნა სურს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა "უვადო შვებულებაში" გასვლა გადაიფიქრა და სურს, რომ მმართველობის 27-წლიანი რეკორდი მოხსნას. 

"ხშირად განიხილავენ ჩემს სიტყვებს უვადო შვებულებაზე. არის მსჯელობა, ანალიზი და პროგნოზები. მსურს, განვმუხტო ატმოსფერო და ყველა საუბარს წერტილი დავუსვა. 

იმ დღეს შემხვდა პუბლიკაცია, რომელშიც ეწერა, რომ მე 15 წელია თანამდებობაზე ვარ და რეგიონში მმართველებს შორის ყველაზე "დროგამძლე" ვარ. მე ვიფიქრე, რომ ეს ბევრია და გადავწყვიტე, თქვენი აზრი გამეგო. შემდგომში გავარკვიე, რომ მე ყველაზე "დროგამძლე" არ ვარ - წინა რეკორდი, როგორც გაირკვა, 27 წელია. ამიტომ, მეტსაც ვიტყვი, ახლა გადავწყვიტე, რეკორდი მოვხსნა. ვნახოთ, შევძლებ თუ არა. 

საბოლოოდ, არ მაქვს უფლება, ასე უბრალოდ წავიდე. ხალხმა მე რეგიონის ხელმძღვანელობა მანდო. ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა. წასვლა მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნის შემთხვევაში შემიძლია. ამიტომ, საუბრები უვადო შვებულებაზე მომავალში გადავდოთ. ახლა ყოველწლიურ შვებულებასაც კი არ ვიღებ

როგორც წარსულში ვთქვი, ამ გადამწყვეტ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დონბასში სატანიზმს ებრძვის, შვებულებაში ვერ წავა ვერც რეგიონის მმართველობა და ვერც ნებისმიერი რანგის სამხედრო". - წერს ის ტელეგრამზე.  

3 სექტემბერს კადიროვმა თქვა, რომ "განგრძლივი და უვადო დასვენება" დაიმსახურა. 

"მეც კი შევამჩნიე, რომ მმართველობა 15 წელს გამიგრძელდა და ვთვლი, რომ უვადო და ხანგრძლივი დასვენება დავიმსახურე. ვეცდები, დროზე წავიდე". - თქვა მან. 

კომენტარები