რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი კონგრესს უკრაინაში მიმდინარე ომის პასუხად $13.7 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 18 ივნისს აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში რუსეთის პოზიციებზე თადასასხმელად ამზადებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცს
AP Photo/Efrem Lukatsky

თეთრმა სახლმა კონგრეს მიმართა, რათა უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ13.7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყოს, როგორც როგორც მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტის ნაწილი.

ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ კონგრესმა უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების გასაწევად გამოყოს 11.7 მილიარდი დოლარი, ხოლო 2 მილიარდით გააძლიეროს შიდა ენერგომომარაგება, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ომის გავლენის შესამცირებლად.

მოსალოდნელია, რომ კონგრესი მიიღებს მუდმივ რეზოლუციას მთავრობის მოკლევადიანი დაფინანსების შესახებ, რათა კანონმდებლებს მეტი დრო უფრო დიდ დაფინანსებაზე შეთანხმების მისაღწევად. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტის ხანგრძლივობა კონგრესზეა დამოკიდებული. ის ფისკალური წლის დასასრულამდე, 30 სექტემბრამდე უნდა მიიღონ. 

უკრაინის დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე ორპარტიული თანხმობაა. თუმცა, შეიძლება თეთრი სახლის უკანასკნელ მოთხოვნას მხარი რამდენიმე რესპუბლიკელმა დეპუტატმა არ დაუჭიროს. 

თეთრი სახლი კონგრესს სთხოვს დაამტკიცოს 4.5 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო აღჭურვილობისთვისა და პენტაგონის მარაგების შესავსებად, 2.7 მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვისთვის და 4.5 მილიარდი დოლარი უკრაინის მთავრობის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.

კომენტარები