ხანძარი საქართველოში

ღარიბაშვილი ხანძრებზე: შესაძლოა, იყოს დივერსია – ვიცით დესტრუქციული ძალების ბუნება

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმის განცდა, რომ შესაძლოა, ეს ხანძრები ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული. შეიძლება, ზოგადად ძალიან მაღალი სიცხის გამო იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს რაღაც გარკვეული დივერსიაც. გამორიცხული არაფერია, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები. გამოძიებამ ყველა ვერსიაზე ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს და ვიცი, რომ ასეც იქნება. ასევე, მინდა, მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდო.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

კომენტარები