უბედური შემთხვევა

თბილისში სახლის აივანი ჩამოინგრა, რასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში სახლის მე-2 სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი სარეცხს ფენდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

კომენტარები