რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელ ხალხსა და მათ ჯარს გატეხდა, ის შეცდა

8 წლის წინ რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ადგილად გადააქცია. 6 თვის წინ კი ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის გამოიყენა. პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ ის უკრაინელ ხალხსა და მათ შეიარაღებულ ძალებს გატეხდა. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას შეძლებდა. აგრეთვე, ფიქრობდა, რომ სწორედ ის უკარნახებდა სხვებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. პრეზიდენტი პუტინი შეცდა. 

დღეს უკრაინის ბევრი მეგობრის აქ ყოფნაც ამის დასტურია. უკრაინა უკვე ექვსი თვეა, რაც ამ საშინელი ომისგან იტანჯება. თუმცა, უკრაინამ აჩვენა წარმოუდგენელი უნარი, წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის სასტიკი აგრესიისთვის, მიეყენებინა მათთვის საპასუხო დარტყმა, უკან დაებრუნებინა ტერიტორიები და დიდი ზიანი მიეყენებინათ რუსეთისთვის. ნატო უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს, ჩვენი მოკავშირეები კი სრულად უჭერენ მხარს მათ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვისა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას. ეს უსამართლო ომი პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო და თავადვე უნდა დაასრულოს და უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე ჩართვის დროს.

კომენტარები