ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში აღქმები არ არის რეალობასთან თანხვედრაში, კერძოდ, ის, რონ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სრულად ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა, მათ შორის, ხშირად საუბარი არის ხოლმე რუსეთზე და თქვენ თუ ნახავთ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთიდან, ისე, რომ აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის, იგივე, აზერბაიჯანიდან ან სხვა მეზობელი ქვეყნებიდან არ არის ჩვენი 2019 წლის მონაცემებთან ახლოსაც კი ის რაოდენობა ტურისტების, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მაშინ, როდესაც მთელი ახალი მიმართულებებიდან ჩვენ მივიღეთ მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტები.
tbl.ge/640m
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის შემდეგ.
ამავე თემაზე
- მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, პოზნანი, ბრიუსელი – Wizzair-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან
- 2022–ის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 443 600 ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა
- ქვრივიშვილი: EASYJET-თან გვაქვს მოლაპარაკება, რომ გვქონდეს ლონდონი-თბილისის პირდაპირი რეისი
- Air Moldova თბილისიდან ფრენებს იწყებს
- 2022-ის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 147.7 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა