სინგაპური

სინგაპურში გაუქმდება კანონი, რომელიც გეი სექსს კრძალავს

newsleaflets.com

სინგაპურში გაუქმდება კანონი, რომელიც გეი სექსს კრძალავს, რითიც ქვეყანაში ლეგალური გახდება, იყო ქვიარი. გადაწყვეტილებას, რომელიც ლი სიან ლუნმა ეროვნულ ტელევიზიაში გამოაცხადა, წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. 

ქალაქ-სახელმწიფო თავისი კონსერვატორული ღირებულებებითაა ცნობილი, თუმცა, ბოლო წლებში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კოლონიალიზმის დროს მიღებული კანონის 377A-ს გაუქმებას უჭერენ მხარს. 

ამ დრომდე მთავრობის პოზიცია იყო, შეენარჩუნებინათ კანონი, თუმცა, უარი ეთქვათ სამართლებრივ რეაგირებაზე, რათა ყველა მხარე დაეშოშმინებინათ. მაგრამ ბოლო სატელევიზიო ეთერში პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ისინი გააუქმებდნენ კანონს, ვინაიდან მას სჯერა, რომ "ეს სწორი საქციელი იქნება და სინგაპურელები ამას მიიღებენ". 

მან აღნიშნა, რომ "გეი ადამიანებს ახლა უფრო უკეთ იღებენ" და იმედოვნებს, რომ ამ ჩანაწერის გაუქმებით "გეი სინგაპურელებს შვებას" მისცემს. 

სინგაპურელმა ლგბტქ+ აქტივისტებმა ამ ნაბიჯს "კაცობრიობის გამარჯვება" უწოდეს. 

კომენტარები