სინგაპური

სინგაპურში მოკვდა პირველი პოლარული დათვი, რომელიც ტროპიკულ ჰავაში დაიბადა

GETTY IMAGES

სინგაპური პირველი პოლარული დათვის სიკვდილს გლოვობს, რომელიც ტროპიკულ კუნძულზე დაიბადა და გაიზარდა. 5-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, პოლარული დათვი ოთხშაბათს, 25 აპრილს დააძინეს.

პირველი ტროპიკული პოლარული დათვი ინუკა, რომელიც 27 წლის იყო, ართრიტით, პირის ღრუსა და ყურის ინფექციური პრობლემებით იტანჯებოდა. ბოლო დღეებში მისი ბეწვი მწვანე შეფერილობით დაიფარა - თეთრ დათვს ხავსი მოედო.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდოდა ინუკა ჩვენთან უფრო დიდხანს ყოფილიყო, მთავარი მაინც მისი კეთილდღეობაა” - თქვა სინგაპურის ზოოპარკის წარმომადგენელმა, ჩენგ უენ-ჰაურმა.

მას შემდეგ, რაც პოლარული დათვის ავადმყოფობის შესახებ ცნობები გავრცელდა, ზოგი ადამიანი სოციალურ ქსელში ითხოვდა, მიეცათ ინუკასთვის შესაძლებლობა ბუნებრივ პირობებში მომკვდარიყო. დათვი უკვე ძალიან მოხუცი იყო. მისი ასაკი ადამიანის წლებთან კალკულაციით 70 წელია.

ინუკა 1990 წელს, ბოქსის საერთაშორისო დღეს დაიბადა. მამას ნანოოკი ერქვა, დედას კი შება. 1978 წელს ერთი კანადიდან ჩამოიყვანეს, ხოლო მეორე - გერმანიიდან.

ინუკას სახელი მსოფლიოს მასშტაბით 390 შემოთავაზებული სახელიდან აურჩიეს. 3 წლის ასაკში კი გადაწყვიტეს, რომ ის უნდა ყოფილიყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სახე.

2004 წელს, როდესაც ინუკასა და მისი დედის ბეწვმა გამწვანება დაიწყო, გაჩნდა კითხვები, შეიძლებოდა თუ არა პოლარული დათვების ტროპიკულ ჰავაში გაჩერება. სინგაპურის ზოოპარკმა თქვა, რომ ეს იყო ხავსის ზრდის შედეგი. BBC ამბობდა, რომ პოლარულ დათვებს წყალბადის ზეჟანგით ათეთრებდნენ.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მოუწოდა ზოოპარკებს, არ გაეჩერებინათ პოლარული დათვები, რადგანაც ისინი ბუნებრივ გარემოს არიან შეჩვეულები.

“ცხელი კლიმატის პირობებში, ნათელია, რომ ცხოველების საჭიროებებს ყურადღება ვერ ექცევა მხოლოდ იმის გამო, რომ გამოფენის ექსპონატებად ჰყავდეთ.”- თქვა კრის დრაფერმა, რომელიც ბრიტანეთის “Born Free Foundation”-ის დირექტორია.

სინგაპურის ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, ინუკა იქნება ბოლო პოლარული დათვი მათ ზოოპარკში.

კომენტარები