სინგაპურის ავიახაზების რეისი, რომელიც ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა, ბანგკოკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
ავიახაზების თქმით, Boeing 777-300ER თვითმფრინავის ავარიული დაშვება ძლიერმა ტურბულენტობამ გამოიწვია. ფრენის დროს თვითმფრინავზე 211 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ავიახაზებში არ უთქვამთ, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, თუმცა რამდენიმე ტაილანდური მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 30-ია.