ინდოეთი

წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად ინდოეთში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

Reuters

აღმოსავლეთ ინდოეთში წვიმიანი სეზონისგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად ბოლო 3 დღეში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ძლიერმა წვიმებმა ასობით სოფელი დააზიანა და ადგილობრივი მოსახლეობის სახლები წალეკა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობის ევაკუირებას.

 

კომენტარები