იაპონია

იაპონური მედია: ჩინეთის შესაკავებლად იაპონია შორი რადიუსის რაკეტების განლაგებას გეგმავს

Reuters

ჩინეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად იაპონია 1 000 შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტის განლაგებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური გაზეთი Yomiuri ავრცელებს. 

მედიის ცნობით, რაკეტები ძირითადად სამხრეთით ნანსეის კუნძულებთან განლაგდება და მათი რადიუსი 1 000 კილომეტრი იქნება, რაც, როგორც ჩინეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეის სანაპირო ტერიტორიას მოიცავს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო. ვიზიტის შედეგად კი ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. 

ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა, ევროპელი ელჩები სამინისტროში დაიბარა

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა და ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

კომენტარები