რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ეროვნული გვარდია: ზაპოროჟიეში რუსული SU-25 ჩამოვაგდეთ

უკრაინის ეროვნული გვარდიის ცნობით, მათმა მებრძოლმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის თავდასხმის დროს რუსული SU-25 ჩამოაგდო. შესაბამის ინფორმაციას გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

"რაშისტებს კიდევ ერთი მოიერიშე SU-25 გამოაკლდათ. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის იერიშის დროს ეროვნული გვარდიის მებრძოლმა რუსულ SU-25-ს Igla-ს ტიპის რაკეტა მოარტყა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დადასტურდა. სამიზნე განადგურებულია". - წერია განცხადებაში.

როგორც ეროვნული გვარდია აღნიშნავს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საზოგადოებისთვის ცნობილმა  "ზაპოროჟიეს შურისმაძიებელმა" ჩამოაგდო, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება. 19 წლის მებრძოლმა, რომელმაც გადასატანი საზენიტო კომპლექსით ექვსი რუსული თვითმფრინავი და ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, უკრაინის ეროვნული გმირის წოდებაც მიიღო.

კომენტარები