უკრაინა-საქართველო

უკრაინა: უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის დეოკუპაცია, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მათი თქმით, უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის დეოკუპაცია, სამხედრო დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ.

"7 აგვისტოს თოთხმეტი წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან. თითქმის ათწლენახევრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებირებული რჩება, ამ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებებს უხეშად არღვევს.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

არ მიიღო მსოფლიო საზოგადოებისგან შესაბამისი პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - ოკუპირებულ ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილში და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. 

დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმებთან მკაფიო დაცვით და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლთა წინააღმდეგაც მოსკოვი აგრესიას ახორციელებს.

რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია და რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ". - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები