რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს, დაავადებულთა ნახევარი ბავშვია – ანდრიუშჩენკო

Alexander Ermochenko/Reuters

რუსი დამპყრობლების მიერ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს - ოფიციალურად დადასტურდა დაავადების 17 შემთხვევა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია.  ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ ოკუპანტების აზრით, ინფექციის გავრცელების მიზეზი საკვებია.

ქალაქის მეთაურის მრჩეველმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ხელების ხშირი დაბანა, ვადაგასული საკვებისგან თავის შეკავება და წყალის ადუღება ურჩია.

"... გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები მიუთითებენ გავრცელების მიზეზზე - საკვების საშუალებით. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური საფრთხის არარსებობის ერთდროული განცხადებისა, თავად მონაცემები სხვაზე მეტყველებს".- აღნიშნავს ის. 

ივნისის დასაწყისში პეტრო ანდრიუშჩენკომ გამოაცხადა, რომ მარიუპოლში ეპიდემიის პირველი ეტაპი დაიწყო. მისი აზრით, ქალაქს ემუქრებოდა ქოლერა, დიზენტერია ან სხვა ვირუსული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს კუჭზე.


რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

კომენტარები