რუსეთი

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა

wordpress.com

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

24 ივლისს ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ნავთობტერმინალში დაახლოებით 700 000 ბარელი რუსული ნავთობი შეიტანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტეს რუსეთი იყენებს სატრანზიტო მარშრუტად, კერძოდ, მაზუთის გასატანად. ამასთან ერთად, ტერმინალი აშენდა ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში წარმოებული ნედლი ნავთობის მოთავსების მიზნით და რუსული ნავთობის ადგილობრივთან შერევის შესაძლებლობას იძლევა. 

კომენტარები