ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: ევროპელები გაოცებულები არიან, როგორ მოვახერხეთ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა

მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარება არის ენერგეტიკის ფასთან დაკვშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში, ისტორიულ მაქსიმუმზე არის ასული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 10.5% არის ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის, ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში, მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებულები არიან, როგორ მოახერა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 7.2%-ით გაიზარდა, წლის პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.5%-ით განისაზღვრა. ი

კომენტარები