კრიმინალი

R2: უკრაინის მოქალაქეზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს, ის ბათუმის კლინიკაშია

www.irishtimes.com

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. 

პაციენტი თავდაპირველად ლანჩხუთის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ინფორმაციას კლინიკის მენეჯერი ადასტურებს.  

"პაციენტი უგონო მდგომარეობით შემოვიდა. [იყო] რეანიმაციაში, მერე დაუდასტურდა თირკმლის უკმარისობა და ჰემოდიალიზისთვის სხვა კლინიკაში იქნა გადაყვანილი.  

დაზიანებები, ნაკაწრები აღენიშნებოდა სხეულზე". - ამბობს რევაზ ჩხიკვაძე, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ფომულასთან სატელეფონო ინტერვიუში.  

მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები