ამ წერილით ივანიშვილმა რამდენიმე რამ თქვა, მე ვიტყოდი, რომ გაიმეორა რაც ჩვენ ვიცით, რომ მათი მთავარი გზავნილი არის - ქართულმა ოცნებამ საქართველოს რაღაცნაირად ომი ააცილა და ამას ქართველი ხალხი უნდა უმადლოდეს. მეორე ის, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წუხს იმ მილიონებზე, რომელიც გაჩერებული აქვს კრედიტ სუისში და მესამე, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მართავს ვითარებას, სიტუაციას და ამიტომაც ხვდებიან მას ელჩები. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გამართო მასთან შეხვედრები.
ევროპული საქართველო
წერეთელი ივანიშვილზე: პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მართავს ვითარებას
tbl.ge/639l
დაკოპირდა

ასე აფასებს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბიძინა ივანიშვილის წერილს. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.
ევროპული საქართველოგიგი წერეთელიბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილის წერილიბიძინა ივანიშვილის განცხადება
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




