სროლა კანადაში

კანადაში სროლის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა შეიარაღებული თავდამსხმელი ადგილზევე გაანეიტრალეს.

შემთხვევა ვანკუვერთან ახლოს, ქალაქ ლენგლიში მოხდა. შეირაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ სხვადასხვა ადგილას გახსნა ცეცხლი. თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან, ერთ-ერთი ქალია, რომელიც კრიტიკულ მდგომაროებაში იმყოფება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგონია, რომელიც სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო, თუმცა კრიმინალური კავშირები არ ჰქონია. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საგულისხმოა, რომ ის იარაღს უსახლკარო ადამიანებს უმიზნებდა.

კომენტარები