აშშ-ჩინეთი

მარკ მილი: აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში ხდება

მარკ მილი
CNN

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, ჩინეთის სამხედრო ძალები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრად უფრო აგრესიული და საშიში გახდა. ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინური თვითმფრინავებისა და გემების მიერ დარღვევები და აშშ-სა და მის პარტნიორებთან საფრთხისშემცველი კავშირებული გახშირებულია. 

"გზავნილი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები, ჰაერსა და ზღვაში, უფრო და უფროო აგრესიულები გახდნენ კონკრეტულად ამ [წყნარი ოკეანის] რეგიონში". - თქვა მილიმ.

მილის მოგზაურობა რეგიონში მკვეთრად არის ორიენტირებული ჩინეთის საფრთხეზე. ის დაესწრება ინდო-წყნარი ოკეანის თავდაცვის მეთაურთა შეხვედრას მომავალ კვირას ავსტრალიაში, სადაც მთავარი თემები იქნება ჩინეთის სამხედრო ზრდის ესკალაცია და თავისუფალი, ღია და მშვიდობიანი წყნარი ოკეანის შენარჩუნების აუცილებლობა.

მილიმ, რომელიც ინდონეზიის ეროვნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ანდიკა პერკასას შეხვდა, აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნებს, როგორიცაა ინდონეზია, სურთ აშშ-ის სამხედროების ზრდა რეგიონში. მისი თქმით, ინდონეზია სტრატეგიულად კრიტიკულია რეგიონისთვის და ის დიდი ხანია, რაც აშშ-ს მთავარი პარტნიორი.

"ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ მათთან, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას და შევძლოთ ჩვენი სამხედროების ერთობლივი მოდერნიზება, რადგან გვსურს, გაუმკლავდნენ ნებისმიერი გამოწვევას, რომელსაც ჩინეთი ქმნის". - აღნიშნა მილიმ. 

11 ივნისს ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებას გამოიწვევს. მანამდე კი - 23 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, ასევე განმარტა, რომ ეს პასუხი არ წარმოადგენს კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები