ევროპული საქართველო

ბოკერია კობახიძეზე: ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო თავისუფალ სამყაროს ესხმიან თავს

ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო თავისუფალ სამყაროს ესხმიან თავს, რასაც ქვეყნის ინტერესები ეწირება.

სიმართლე გითხრათ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, მე არ მახსენდება ამასთან მიახლოვებული ხარისხის თავდასხმებიც კი დასავლეთზე, თავისუფალ სამყაროსა და მათ ელჩებზე საქართველოში.

ეს ყველაფერი ხდება ერთი ადამიანის, ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაზიანებით.

ჩვენი ქვეყნის ინტერესია თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია, რომ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ და უსაფრთხოების მოპოვება გარე მტრისგან, ხოლო ეს ხალხი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ძალაუფლებისთვის წირავს ამ ინტერესებს.

ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, "კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში".

კომენტარები