სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პუტინი: ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ მოიხსნება შეზღუდვა რუსულზე

Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ასეთი შეთანხმება არსებობდა, წინააღმდეგი კი არავინ იყო, მათ შორის არც აშშ. ამის შესახებ პუტინმა თეირანში ვიზიტის დროს, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთან არის დაკავშირებული. ამ საკითხის შესახებ თავდაპირველად  საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით". - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.

"მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული ასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იგივეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ". - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები