ჩოგბურთი

რუსეთის N1 ჩოგბურთელი დარია კასატკინა ამბობს, რომ ლესბოსელია

Yahoo

რუსეთის ნომერ პირველი ჩოგბურთელი დარია კასატკინა ამბობს, რომ ლესბოსელია. 

"ცოტათი ვნერვიულობ, იმიტომ რომ ასე გულახდილად ამ თემაზე არ მილაპარაკია. მყავს თუ არა მეგობარი ქალი? კი. დიდხანს მალვას აზრი არ აქვს. ყველა თვითონ ირჩევს, რა ფორმით და რამდენად აღიაროს, მთავარია, საკუთარ თავთან კომფორტულად იცხოვრო, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია". – ამბობს ჩოგბურთელი.

25 წლის ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. კარიერის განმავლობაში მას WTA-ს 4 ტიტული აქვს მოპოვებული, 2022 წლის საფრანგეთის ღია პირველობა რუსმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში დაასრულა. 

კომენტარები