რუსეთი

ვლადიმირ პუტინი ირანს ეწვევა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თეირანი, ირანი, 2015 წლის 23 ნოემბერი
REUTERS/Alexei Druzhinin/Sputnik/Kremlin/File Photo

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თეირანს ეწვევა. პუტინი დასავლეთის მცდელობას, დააბრკოლოს რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციებით, ეკონომიკურ ომს უწოდებს და ამის გამო, ჩინეთთან, ინდოეთსა და ირანთან პარტნიორობის გაძლიერებას გეგმავს.

საუდის არაბეთში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტის დასრულებიდან 3 დღის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი თეირანში მიემგზავრება, რათა გამართოს მეხუთე შეხვედრა აიათოლა ალი ხამენეისთან. 

პუტინის ვიზიტს ირანში დაემთხვევა თურქეთის პრეზიდენტის თაიფ ერდოღანის ვიზიტიც. ორი ლიდერი შეხვედრას გამართავს თეირანში, რათა განიხილოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის განახლებას. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სირიაში მიმდინარე პროცესები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, ჰუმანიტარული ვითარება და სირიელების ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხები განიხილება.

კომენტარები