რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: სანქციები რუსეთს ათწლეულებით უკან დროში ვერ დააბრუნებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, შეუძლებელია რუსეთის დანარჩენი სამყაროსგან მოკვეთა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთს განვითარების დონით დროში უკან ვერ დააბრუნებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო ვიდეო-კონფერენციაში ისაუბრა.

"არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ მაღალ-ტექნოლოგიურ პროდუქციაზე წვდომის თითქმის სრული შეჩერებაც არის განზრახ და გამიზნულად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენ არ დავნებდებით და არ დავრჩებით არეულობის მდგომარეობაში, ან, როგორც ზოგიერთი ჩვენი "კეთილმოსურნე" წინასწარმეტყველებს, დროში ათწლეულებით უკან დავბრუნდებით. რა თქმა უნდა, არა". – თქვა პუტინმა.

ამასთან ერთად, ჯამში, 2 138-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 221 მთლიანად განადგურდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები