რამზან კადიროვი

კადიროვი ჩეჩნურ ბატალიონზე: კვლავ მზად ვართ მარტივად ავიღოთ კიევი და NATO-ს ქვეყნები

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, საკუთარ ტელეგრამ-არხზე ახალი ბატალიონის შექმნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მზად არიან, ბრძანების შემთხვევაში, კიევი და NATO-ს ქვეყნები აიღონ. 

კადიროვი წერს, რომ ახალი ბატალიონი, სახელად სამხრეთ ახმატი დაკომპლექტებულია ჯარისკაცებისგან, რომლებმაც გამოცდილება სირიასა და უკრაინაში მიიღეს. მისი მტკიცებით, ასეთი ბატალიონები "თანამედროვე საბრძოლო სტრუქტურებში ძალიან მოთხოვნადია", ისევე როგორც მისი შექმნილი კიდევ სამი ბატალიონი: აღმოსავლეთ ახმატიდასავლეთ ახმატი და სამხრეთ ახმატი.

"ჩვენ კვლავ მზად ვართ ბრძანებაზე წინ წავიდეთ, მარტივად ავიღოთ კიევი და NATO-ს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში ნაწრთობ ჩვენს დანაყოფებს მსოფლიოს ვერცერთი არმია გაუწევს წინააღდეგობას. გვაქვს გამოცდილება, არსენალი, რწმენა, პატრიოტიზმი, იდეა და სიმართლე. დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის რა ძლიერები ვართ". – წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, რუსეთის დაპირსპირება დასავლეთთან არის საღვთო ომი სატანიზმთან.

"დღეს მსოფლიოში, რუსეთის გარდა, არავინაა, ვინც წავიდოდა იმ ჯოჯოხეთური ამაზრზენობის წინააღმდეგ, რასაც დასავლეთი ავრცელებს. ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის დიდი მადლობელი ვარ, რომ მიიღო ასეთი სწორი გადაწყვეტილება და მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა ამ საღვთო ომში სატანიზმთან". – წერს კადიროვი. 

როგორც კადიროვი წერს, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთი ბრძანებაა საჭირო და ისინი მზად არიან გაანადგურონ "დასავლეთის ქვეყნების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდო-ლიბერალური და საომარ-ბარბაროსული კამპანია".

აქამდე, მაისში კადიროვი NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრებოდა და ამბობდა, რომ ბრძანების შემთხვევაში მათ "აჩვენებდა" რას იზამდნენ კიევის აღების შემდეგ. 

კომენტარები