ესტონეთი

ესტონეთის პარლამენტმა კაია კალასი ახალი მთავრობის პრემიერმინისტრად აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა კაია კალასის ახალი სამთავრობო კოალიციის პრემიერმინისტრად ხელახლა დანიშვნას დაუჭირა მხარი

სამი პარტიისგან - კალასის ლიბერალური რეფორმების პარტიის, კონსერვატიული ისამაა პარტიისა და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან შემდგარ კოალიციას ესტონეთის პარლამენტის 101 ადგილიდან 55 უკავია. 

ესტონეთის ახალ მთავრობას ორშაბათს დაამტკიცებენ. კოალიციაში შესულ თითოეული პარტია კაბინეტის 5 მინისტრს წარადგენს.

14 ივლისს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი გადადგა ბალტიისპირეთში ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.

ის ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რათა მოითხოვოს მანდატი ახალი სამთავრობო კოალიციისთვის.

კალასის განცხადების მიხედვით, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს. 

"მე შევქმნი ახალ მთავრობას. კონსტიტუციის თანახმად, ახლახანს განვაცხადე, რომ დღევანდელი ხელისუფლება გადადგება.

მე გთავაზობთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, სადაც ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატს მოვითხოვ". - წერს კაია კალასი.

კომენტარები