ესტონეთი

ესტონეთმა ექვსი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა მიიღო

30 აპრილს, ესტონეთის თავდაცვის ძალებს აემარის საავიაციო ბაზაზე ექვსი HIMARS-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ჩავიდა.

ექვსი HIMARS-ის სისტემის შეძენა ესტონეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამხედრო შესყიდვას წარმოადგენს. ესტონეთის თავდაცვის ინვესტიციების ცენტრმა (RKIK) ხელშეკრულება აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოსთან (DSCA) 2022 წლის დეკემბერში გააფორმა.

"ხელშეკრულების ფარგლებში ასევე საბრძოლო მასალას, საკომუნიკაციო სისტემებს ვყიდულობთ. გარდა ამისა, გადავდივართ წვრთნების. პაკეტი სხვადასხვა მანძილის რაკეტებს მოიცავს" - განაცხადა RKIK-ის შეიარაღების მიმართულების ხელმძღვანელმა, რამილ ლიპმა.

ლიპმა ასევე თქვა, რომ ამავე სარაკეტო სისტემებს ახლო მომავალში ლატვია და ლიტვაც მიიღებდნენ. 

ესტონეთში სარაკეტო სისტემების ჩასვლას მათ შესყიდვაზე სამწელიწადნახევრიანი მუშაობა, აგრეთვე შესაბამისი ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, შტატების დაკომპლექტება და მომზადება უძღოდა წინ.

26 აპრილს, ესტონეთის მთავრობამ თავდაცვის ხარჯვის გასაზრდელად მრავალმილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს.

კომენტარები