ესტონეთი

ესტონეთის მთავრობა გადადგა

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი

14 ივლისს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი გადადგა ბალტიისპირეთში ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.

ის ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რათა მოითხოვოს  მანდატი ახალი სამთავრობო კოალიციისთვის.

კალასის განცხადების მიხედვით, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს. 

"მე შევქმნი ახალ მთავრობას. კონსტიტუციის თანახმად, ახლახანს განვაცხადე, რომ დღევანდელი ხელისუფლება გადადგება.

მე გთავაზობთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, სადაც ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატს მოვითხოვ". - წერს კაია კალასი.

კომენტარები