ე.წ. ისლამური სახელმწიფო

აშშ: სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, სირიაში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ ავიათავდასხმებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი, მაჰერ ალ-აგალი ემსხვერპლა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ალ-აგალი ISIS-ის ოთხი მთავარი ლიდერიდან, ერთ-ერთი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიასა და ერაყს მიღმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჰაერო ძალების სამიზნეში ალ-აგალის მოადგილეც მოხვდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მისი მდგომარეობა.

"ISIS-ის ლიდერების განადგურება ხელს შეუშლის ტერორისტული ორგანიზაციის გეგმების განვითარებასა და თავდასხმების განხორციელებას". - აღნიშნა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სპიკერმა, ჯო ბუჩინომ.

კომენტარები