ლარი დოლართან 0.85 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.68 თეთრით. 12 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8745 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8788 ლარი.
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.91 ლარია, ერთი ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის შეძენა 2.88 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 2.90 ლარად.
- უკანასკნელ 20 წელში პირველად, ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტზეა – მიზეზები და პროგნოზები
- პრემიერი ლარზე: ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია
24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ.





