Marvel

THOR: LOVE AND THUNDER მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერია

Marvel

თორის შესახებ გადაღებული მეოთხე ფილმი Thor: Love and Thunder მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერია. 

Marvel-ის ფილმმა გამხსნელ უიქენდზე სულ 302 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 143 მილიონი აშშ-ს ტერიტორიაზე. მეოთხე ნაწილს თორის ფრენჩაიზში ყველაზე წარმატებული სტარტი ჰქონდა, ასევე Love and Thunder-მა 2022 წელს, სიდიდით მესამე სტარტი აჩვენა, უკეთესი შედეგი მხოლოდ Doctor Strange in the Multiverse of Madness-ს(185 მილიონი დოლარი) და Jurassic World: Dominion-ს(145 მილიონი დოლარი) ჰქონდა.

ახალ ნაწილში მთავარ როლებს კრის ჰემსუორთი, ნატალი პორტმანი, კრისტიან ბეილი და რასელ კროუ ასრულებენ. ფილმში ასევე გამოჩნდნენ გალაქტიკის მცველების პერსონაჟები. პროექტის რეჟისორი მესამე თორისა და კურდღელი ჯოჯოს შემქმნელი ტაიკა ვაიტიტია.

Thor: Love and Thunder-ის, ისევე, როგორც Jurassic World: Dominion-ისა და Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები