Marvel

საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში ახალი დოქტორი სტრეინჯი LGBTQ პერსონაჟის გამო აიკრძალა

Screen Rant

საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში დოქტორ სტრეინჯის ახალი ნაწილი LGBTQ პერსონაჟის გამო აიკრძალა.

ახალი LGBTQ პერსონაჟი სტრეინჯის დამხმარე სუპერგმირი მის ამერიკაა, რომლის როლი სოჩილ გომესმა შეასრულა. 

სპარსეთის ყურეში ფილმის პრემიერა 5 მაისს იგეგმებოდა. ფილმი შესაძლოა ასევე აიკრძალოს ქუვეითში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

2021 წელს საუდის არაბეთსა, ქუვეითსა და კატარში მარველის კიდევ ერთი პროექტი მარადიულები, იგივე მიზეზით არ გამოვიდა.

ხსენებულ ქვეყნებში ჰოლივუდური ფილმები ხშირად იხსნება კინოგაქირავებიდან. ერთ-ერთი გამონაკლისი ფანტასტიკური ცხოველების მესამე ნაწილი გახდა, რომელიც სპარსული ყურის ქვეყნების კინოთეატრებში უპრობლემოდ გადის. ჰარი პოტერის პრიქველში მოკლედ არის აღწერილი დამბლდორისა და გრინდევალდის რომანტიკული ურთიერთობა.

კომენტარები