Marvel

სიყვარული და ქუხილი – ახალი თორის ტიზერი გამოვიდა

კინოსტუდია მარველმა Thor: Love and Thunder-ის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

ახალ ფილმი მესამე ნაწილის რეჟისორმა, ტაიკა ვაიტიტიმ გადაიღო. ჭექა-ქუხილის ღმერთის როლს კვლავ კრის ჰემსუორთი ასრულებს. მარველს 2013 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ნატალი პორტმანი. ბლოკბასტერში ასევე გამოჩნდებიან გალაქტიკის მცველები, მთავარი ბოროტმოქმედს კი კრისტიან ბეილი განასახიერებს.

Thor: Love and Thunder მსოფლიოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის ივლისში გამოვა.

კომენტარები