Marvel

ახალმა სპაიდერმენმა კინოგაქირავების რეკორდი დაამყარა

GamesRadar

მარველის ახალმა ბლოკბასტერმა, Spider Man: No Way Home გამხსნელ უიქენდზე რეკორდული ოდენობის თანხა, 253 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც პანდემიის შემდგომი კინოს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა 224 მილიონით Marvel-ის კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაცია შანგ ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა.

ასევე ახალი სპაიდერმენის შედეგი კინოგაქირავების ისტორიაში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 357 მილიონით შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულია, ხოლო მეორე ადგილს 257 მილიონით შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი იკავებს. 

ამერიკის გარეთ სპაიდერმენის შემოსავალმა 334 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის სუპერგმირზე გადაღებულ ფილმს ერთ კვირაში ნახევარ მილიარდზე მეტი(587 მილიონი დოლარი) აქვს გამომუშავებული. სპეციალისტების აზრით No Way Home მილიარდიან ზღვარს აუცილებლად გადააბიჯებს.

Spider Man: No Way Home-ს ხილვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები