ეროვნული ბანკი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 8 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.23 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.63 თეთრით. 8 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8896 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9327 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.93 ლარია, ერთი ევროსი - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის შეძენა 2.91 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 2.95 ლარად. 

24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

კომენტარები