რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: დასავლელი ლიდერები G20-ის მანდატის შესრულებას თავს არიდებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი
Stefani Reynolds/Pool via REUTERS

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის შეხვედრაზე დასავლელი ლიდერები გლობალური ეკონომიკის კრიზისის დაძლევის შანსების გაქრობის გამო გააკრიტიკა. 

"აგრესორები, დამპყრობლები, ოკუპანტები - დღეს ბევრი მსგავსი ბრალდება მოვისმინეთ". - თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან კომენტარისას. 

ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებების შანსი მაშინვე გაქრა, როგორც კი ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრის გამო გააკრიტიკეს. 

"დისკუსიისას, დასავლელი პარტნიორები G20-ის მანდატის შესრულებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკითხებთან გამკლავებას გულისხმობს, თავს არიდებდნენ". - თქვა ლავროვმა. 

რუსეთის ცნობით, დასავლეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სანქციებით მოსკოვის იზოლაციის მცდელობა ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს და შესაბამისად, რუსეთი ამიერიდან რესურსებს ჩინეთის, ინდოეთისა და დასავლეთის მიღმა არსებული ძალებისკენ მიმართავს.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთის სურვილი რუსეთის დამარცხებაა, მაშინ მათთან დისკუსიას აზრი აღარ აქვს, რაც, მისი სიტყვებით, კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ხელს შეუშლის. 

კომენტარები