პაკისტანი

პაკისტანში კოკისპირული წვიმების გამო, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა

სტიქია პაკისტანში

პაკისტანის სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყების ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში კოკისპირული წვიმების გამო, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

 პროვინცია ბელუჯისტანის სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყებამ 6 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საგანგებო ვითარება გამოაცხადა პროვინციის დედაქალაქ კვეტაში, სადაც მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამასთან ერთად, კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა ბელუჯისტანის სხვა რაიონებში, მათ შორის არიან ბავშვები.

პროვინციაში სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყების გენერალურმა დირექტორმა, ნასირ აჰმად ნასარმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად ასობით სახლი დაზიანდა.

კომენტარები