ტურიზმი

ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი

2022 წლის ივნისში ყველაზე მეტი - 90 239 ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი - 62 192 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთი - 61 974 ვიზიტორი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საქართველოში ივნისში შემოსული ვიზიტორების რიცხვი გასულ წელთან (14 967 ვიზიტორი) შედარებით 503%-ით არის გაზრდილი, 2020 წელთან (3 457 ვიზიტორი) შედარებით - 2 510%-ით, თუმცა, 2019 წლის ივნისთან (152 155 ვიზიტორი) შედარებით რუსეთიდან შემოსულთა რიცხვი 40%-ით შემცირდა. სწორედ 2019 წლის 20 ივნისის აქციის და გავრილოვის ვიზიტის შემდეგ აკრძალა რუსეთმა პირდაპირი ფრენები საქართველოში.

კომენტარები