ევროპული საქართველო

ბოკერია: ეს რეჟიმი ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩარჩენას, მშვიდობიანი გზით მოშორება აუცილებელია

"ივანიშვილი და ეს ხალხი ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩარჩენას და მათი მშვიდობიანი გზით მოშორება არის აუცილებელი". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.მისივე თქმით, რეჟიმის მოშორება მშვიდობიანი მისიისთვისაა აუცილებელი და მხოლოდ ამაზე უნდა იყოს ყველა მხოლოდ ფოკუსირებული.

"ამ ბოდვებს ყურადღება არ მივაქციოთ, მითუმეტეს დეტალებს რა იტყვის ივანიშვილის მორიგი მასხარა. ეს ადამიანები არც ფაქტებს არ სცემენ პატივს, არც საკუთარ თავებს და არც საზოგადოებას." - ასე ეხმაურება გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

მისი თქმით, ყველა უნდა ფოკუსირდეს მთავარ ამოცანაზე - ესაა ამ ქვეყნის თავისუფლებასა და სამშვიდობოზე გასვლა და ასევე ბევრი მოქალაქისთვის ამ მარტივი მძიმე რეალობის ახსნა, რომ ივანიშვილი და ყველა მისი სამარცხვინო მასხარა ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ღირსეულ, დაცულ და უსაფრთხო მომავალთან არის შეუთავსებელი.

კომენტარები